Carnage (Cletus Kasady)
"Carnage"-ი შეერწყა სერიულ მკვლელ კლეტუს კესიდის, "Venom"-ის სიმბიოტის სახით, როცა კლეტუსი ცხიდიან გაქცევას ცდილობდა. სიმბიოტი გაძლიერდა მისი ფსიქოლოგიური ბუნების გამო და მენტალურად კიდევ უფრო დაასუსტა კესიდის გონება, ამიტომაც ის უფრო საშიში გახდა. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიმბიოტი "Venom"-ისგან განსხვავებით, საკუთარ თავს მხოლობით რიცხვში მოიხსენიებს, რაც ამტკიცებს ფაქტს, რომ სიმბიოტმა იდეალური ,,პატრონი" იპოვა და გახდნენ ერთი მთლიანი სხეული. "Carnage"-ი ასევე არის "Toxin"-ს მშობელი ,,მამა". რაც შეეხება კლეტუსის ბავშვობას და ადრეულ წლებს: კლეტუსის მამამ მოკლა თავისი ცოლი(კლეტუსის დედა), რომელიც თავის მხრივ ცდილობდა კესიდის მოკვლას. მიუხედავად ამისა, კესიდიმ მამამისის წინააღდმეგ ჩვენება მისცა და ელექტროსკამზე დაასრულებინა სიცოცხლე. მისი თქმით დედამისის მკვლელობისთვის ასე იძია შური. ასევე კლეტუსი დაუფარავად გამოხატავდა გრძნობებს დედამისის მიმართ და მასთან ინტიმური ურთიერთობითაც იყო დაკავებული. კლეტუსმა ნიუ-იორკში მოწყობილი საშინელი ხოცვა-ჟლეტვისას, დედამისის საფლავი ამოთხარა. აგრეთვე კესიდიმ ახალგაზრდობაშივე მოკლა ბებიამისი, რომელიც კიბეზე დააგორა... ამიტომაც სიმბიოტი, როცა შეერწყა კესიდის, ის ,,დაავადდა" მისი შეშლილი გონებით და მისი მიდრეკილებით, რომ ყველაფერი გაენადგურებინა.
კლეტუსი ბვერჯერ იქნა გამოყოფილი და კვლავ შერწყმული სიმბიოტთან. სიმბიოტი ზოგჯერ შემთხვევით უკავშირდებოდა სხვა ,,მატარებლებს", მაგ: Silver Serfer-ი, ბენ რაილი(Spider-Man-ის კლონი)და Doctor Octopus. მოგვიანებით "Venom"-მა გადაწყვიტა, რომ გაენადგურებინა "Carnage"-ი, რაც მოახერხა კიდევაც, კლეტუს კესიდი კი ნეგატიურ ზონაში გამოამწყვდიეს. კესიდიმ ნეგატიური ზონის ციხეში აღმოაჩინა სიმბიოტი და შეერწყა მას, მაგრამ მალევე სიმბიოტმა დატოვა კლეტუსი და ბენ რაილის შეერწყა. კესიდის სხეული სიმბიოტის გარეშე გამოიფიტა და დაბერდა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად სიმბიოტი კვლავ შეერწყა კესიდის და რეგენერაციის წყალობით აღდგა მისი ჯანმრთელობა. მომდევნო მიტოვებისას სიმბიოტი შეერწყა "Silver Surfer"-ს(წარმოიშვა "Cosmic Carnage"), კესიდის დაუდგინეს კუჭის კიბო(ზოგადად ეს დაავადება არის სიმბიოტების გვერდითი ეფექტი, ედი ბროკიც("Venom"-ის პირველი მფლობელი) ამ დაავადებით იტანჯებოდა). მიუხედავად ამისა კესიდი გადარჩა მასში დარჩენილი მცირე სიმბიოტის გამო და შეინარჩუნა ძალები, მაგრამ კლეტუსს მხოლოდ ამით მოუწია დაკმაყოფილება, რადგან მასში დარჩენილი სიმბიოტი არ იყო საკმარისი ფორმის წარმოსაქმნელად.
მოგვიანებით "Venom"-ს და "Spoder-Man"-ს მოუწიათ გაერთიანება "Carnage"-ის დასამარცხებლად. ამ დროს აღმოაჩინეს, რომ სიმბიოტი კესიდის სისხლში არსებობდა(ამ დროის განმავლობაში მისი ნაწილი გამხდარიყო) და მისი სხეულის და სიმბიოტის განცალკევება შეუძლებელი გამხდარიყო. ასევე აღმოჩნდა, რომ Carnage-ი ბევრად უკეთ იტანდა ხმაურს, ვიდრე Venom-ი ოდესმე.
მოგვიანებით "Carnage"-ი იყო ერთ-ერთი იმ მრავალი პატიმრიდან, რომლებმაც რაფტის ციხიდან თავის დაღწევა სცადეს. მან რამდენიმე მოქალაქის მოკვლა სცადა, რომლებიც ამავე ციხეში მყოფ პატიმარ "Sentry"-სთან შესახვედრად მიდიოდნენ. ეს უკანასკნელი ჩაერია საქმეში, Carnage-ი კოსმოსში აიყვანა, სადაც ორად გახლიჩა. სავარაუდოდ Carnage-ი მოკვდა, რადგან დღემდე არსად არ გამოჩენილა.
ზოგადი მახასიათებლები:
სამყარო: Marvel Universe(Earth 616).
ნამდვილი სახელი: კლეტუს კესიდი.
მოკავშირეები: არ ჰყავს.
ვინაობა: ცნობილი.
მოქალაქეობა: ა.შ.შ.
დაბადების ადგილი: ბრუკლინი, ნიუ-იორკი.
პირველი გამოჩენა:(როგორც კლეტუს კესიდი)Amazing Spider-Man #344 (1991),(როგორც Carnage-ი)Amazing Spider-Man #360 (1992).
ცნობილი ნათესავები: დედა(გარდაცვლილი), მამა(გარდაცვლილი), ბებია(გარდაცვლილი), Venom-ი, Toxin-ი(სიმბიოტის შვილი), Hybrid(სიმბიოტის ძმა), Scream(სიმბიოტის და). უსახელო სიმბიოტები(Carl Mach, Ramon Hernandez, Trevor Cole და Leslie Gesneria). გაერთიანებები: არანაირი.
განათლება: High School.
ფიზიკური მახასიათებლები: სიმაღლე: ცვალებადი სიმბიოტთან ერთად. მასა: ცვალებადი სიმბოტთან ერთად. თავილის ფერი: მწვანე. თმის ფერი: წითელი.
შეიარაღება: არ გააჩნია.