top of page

NEWS

Baron Zemo (Heinrich Zemo)


ბარონ ჰეინრიხ ზემო ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერი იყო მთელ ნაცისტურ გერმანიაში და მალევე მოექცა ნაცისტური გერმანიის მეცნიერების მწვერვალზე. ასევე ჰეინრიხ ზემო გერმანიის ერთ-ერთი მთავარი აგენტი გახდა. ერთ-ერთი მისი პირველი მისიის დროს, ზემოს ყოფილმა მოკავშირე Nick Fury-მ შეუტია მის ციხესიმაგრეს და დაამარცხა ზემო. მარცხმა ბარონი ზემო აიძულა გადაკარგულიყო თავის ცოლ-შვილთან ერთად, ხოლო თავისი იდენტობის დასაფარად ნიღბის ტარება დაიწყო.

ზემო მუშაობდა პროექტზე, სახელწოდებით "Adhesive X", როდესაც მისი ლაბორატორია მიწასთან გაასწორა კაპიტანმა ამერიკამ. მისი პროექტის ერთადერთი წყაროს განადგურებისას, შემთხვევით ზემოს თავზე გადაესხა თავისივე ექსპერიმენტული ნივთიერება და მას თავისი ნიღაბი სახეზე შეერწყა. ამ უბედურმა შემთხვევამ, ზემოს უბიძგა ძალადობისკენ. მან მოსისხლე მტრად მიიღო არა მხოლოდ კაპიტანი ამერიკა, არამედ მთლიანი კაცობრიობა.

ზემომ მრავალ საბოტაჟს თუ ტერორისტულ აქტს ულიდერა მოკავშირეების წინააღმდეგ(ხშირად ბრძოლა უხდებოდა კაპიტანი ამერიკის წინააღმდეგ). მეორე მსოფლიო ომის დროს, კაპიტანმა ამერიკამ და მისმა დამხმარე ბაკიმ სცადეს შეეჩერებინათ მისი გეგმა, მაგრამ ვერ შეძლეს. ყველას ეგონა, რომ ბაკი აფეთქებისას დაიღუპა, მაგრამ მომავალში მოგვევლინა "Winter Soldier"-ის სახით. კაპიტანი ამერიკა კი, ყინულოვან წყლებში ჩავარდა და ცოცხლად დარჩენილი დროებით გაიყინა. ომის ბოლო დღეებში ზემომ თავის ოჯახთან ერთად დატოვა გერმანია და თავი შეაფარა მის მიერ აშენებულ ბაზას სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთ ამერიკაში ცხოვრებისას, მან შექმნა მოწყობილობა, რომლითაც მიმართავდა თავის სასიკვდილო სხივს სხვადასხვა ქალაქებისკენ და ანადგურებდა. ბარონ ზემოს მოქმედებების პარალელურად, საქმეში დაბრუნდა კაპიტანი ამერიკა და შეუერთდა სუპერგმირების გუნდ "Avengers"-ს. თავის მხრივ ზემომ ჩამოაყალიბა სუპერ-ბოროტმოქმედების დაჯგუფება, "Avengers"-ის გასანადგურებლად(მაგრამ დამარცხდენენ), რომელსაც "Masters Of Evil" უწოდა. ამის შემდეგაც მრავალჯერ დაუპირსპირდა ზემო "Avengers"-ს, მათ შორის აღსანიშნავია ზემოს და "Avengers"-ის დაპირისპირება, როცა ზემო ცდილობდა ხელი შეეშალა სიმონ უილიამსის "Wonder Man"-ად ჩამოყალიბებას, რათა ამით არ გაძლიერებულიყო "Avengers"-ის რიგები.

ბარონ ზემოს გეგმები სრულყოფილად არასდროს სრულდებოდა. მისი ბოლო დაპირისპირებისას კაპიტანი ამერიკის წინააღმდეგ, მან დაატყვევა სტივის პარტნიორი რიკ ჯონსი და სამხრეთ ამერიკაში გაგზავნა. კაპიტანმა ამერიკამ გადაარჩინა რიკ ჯონსი, ხოლო როცა ზემოს დატყვევებას ცდილობდა, მისი ფარისგან ასხლეტილმა სიკაშკაშემ დააბრმავა ბარონი. დაბრმავებით გაგიჟებული ზემო, თავის მომაკვდინებელ სხვის შეშლილივით აფრქვევდა, რამაც ზვავი გამოიწვია, ბარონ ზემო კი ზვავის ქვეშ მოჰყვა, რითაც ფაქტიურად თავი მოიკლა.

ზოგადი მახასიათებლები:

სამყარო: Marvel Universe(Earth 616).

ნამდვილი სახელი: ბარონ ჰეინრიხ ზემო.

მოკავშირეები: უცნობი.

მოქალაქეობა: გერმანიის მოქალაქე. იძებნებოდა მთავრობის მიერ, ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის.

დაბადბეის ადგილი: ზემოს სასახლე, გერმანია.

პირველი გამოჩენა: (In shadow) Avengers #4 (1964); Avengers #6 (1964).

პროფესია: მეცნიერი.

ცნობილი ნათესავები: Harbin Zemo (შორეული წინაპარი), Hademar Zemo (შორეული წინაპარი), Heller Zemo (შორეული წინაპარი), Herbert Zemo (შორეული წინაპარი), Helmuth Zemo (შორეული წინაპარი), Hackett Zemo (შორეული წინაპარი), Hartwig Zemo (შორეული წინაპარი), Hilliard Zemo (შორეული წინაპარიr), Hobart Zemo (ბაბუა), Herman Zemo (მამა), Hilda Zemo (ცოლი, გარდაცვლილი), Helmut Zemo(შვილი), Heike Zemo

(ქალიშვილი, დაკავებული).

დაჯგუფებები: დამფუძნებელი "Masters Of Evil"-ის და "Legion of the Unliving"-ის(სიკვდილის შემდეგ).

განათლება: დოქტორის ხარისხი.

ფიზიკური მახასიათებლები: სიმაღლე: 5'9, მასა: 180 lbs, თვალის ფერი: ლურჯი, თმის ფერი:ნაცრისფერი/შავი.

ძალები: არანაირი.

შესაძლებლობები: ზემო იყო ძალიან კარგი მეცნიერი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ლაზერულ ტექნოლოგიებში, გენეტიკურ მანიპულაციებში და ანდროიდების შექმნაში. სამხრეთ ამერიკაში ცხოვრებისას, ზემომ საფუძვლიანად შეისწავლა საბრძოლო ხელოვნებები, მათ შორის კარატე. ასევე ჩამოაყალიბა რამდენიმე ახალი საბრძოლო ხელოვნებაც და როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ, მათ ფუძემდებლად ითვლება.


bottom of page