შესავალი
მისტერ სინისტერი(ინგ. Mister Sinister. ქართ. მისტერ ავბედითი)- სუპერბოროტმოქმედი Marvel Comics-ის მსოფლიოში.შექმნილია მწერალი კლის კლერმონისა და ილუსტრატორი მარკ სილვესტრის მიერ.ნამდვილი სახელი – ნათანიელ ესსექსი,სხვა სახელები – ნათანიელ მილბერი,მისტერ პირსონსი,მისტერ ბოროტება,ცოდვილი.პირველად გამოჩნდა კომიქსშიშემზარავი იქს-ადამიანები #221 (1987 წლის სექტემბერი).
ისტორია
ნათანიელ ესსექსი დაიბადა XIX საუკუნეში,დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში.მისი მშობლები ნაადრევად გარდაიცვალნენ და ნათანიელი გახდა ერთადერთი მემკვიდრე მილბერების ოჯახის,მაგრამ სურდა გამოეყენებინა გვარი ესსექსი.ნათანიელი გახდა გენეტიკოსი.მან დაიწყო საშიში ექსპერიმენტები ადამიანებზე და ცხოველებზე,მოგვიანებით მან წამოაყენა თეორია «homo superior» (ადამიანი უმაღლესი) – ზებუნებრივი ადამიანი მომვალის.ის ამბობდა რომ ამ ელექსირით ადამიანი გაძლებდა ორი საუკუნე და სრულიად უცვლიდა გენეტიკას,მაგრამ მან ვერ მიიღო საჭირო დაფინანსება და შეწყდა პროექტი და მოგვიანებით ის იქნა გაგდებული სამეფო მეცნიერების საზოგადოებიდან.
ამ მოვლენების შემდეგ ის ხვდება უკვდავ მუტანტს აპოკალიფსის,მან გაგევითად მოეკიდა ესსექს და გახადა მისი მოკავშრე,ასევე შეიყვანა – ძველი მუტანტების საზოგადოებაში.როდესაც ესსექსმა მისი მკვდარი შვილის სხეული რომელიც 2 წლის ასაკში დაიღუპა და სცადა ის სიცოცხლეს დაებრუნებინა მისმა ცოლმა რებეკამ გადაწყვიტა რომ მისი ქმარი ჭკუიდან შეიშალა,მან გაიგო ყველაფერი თავისი ქმრის შესახებ რომ ის ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანებზე და ცხოველებზე,რებეკამ გადაწყვიტა გაენთავისუფლებინა მუტანტები ასეც მოიქცა მაგრამ მუტანტებმა მადლობის სანაცვლოდ ის მოკლეს.ნათანიელი დაბრუნდა მის ლაბორატორიაში შუაღამეს და დაინახა მისი მკვდარი ცოლი ( ამ დროს მისი ცოლი იყო ორსულად მეორე შვილზე),სიკვდილის წინ ცოლმა მეუღლეს უთხრა შემდეგი სიტყვები : «To me, you are… utterly… and contemptible… sinister!»(ჩემთვის თქვენ ხართ … აბსოლუტურად … და არარაობა … ბოროტი!)ცოლის გარდაცვალების შემდეგ ესსექსმა სცადა თავის მოკვლა,თუმცა ამ დროს წინ აპოკალიფსი გადაეღობა და დახმარება შესთავაზა,მუტანტმა, აპოკალიფსმა, საკუთარი ტექნოლოგიის მეშვეობით ’სინისტერად’, ზეადამიანურ ქმნილებად გარდაქმნა,მიანიჭა უკვდავება და მარადიული ახალგაზრდობა.ამ მოვლენების შემდეგ ესსექსმა დაირქვა ახალი სახელი ბოროტება.(Sinister),გარდაქმნა იყო სრული : ესსექსის სახე გახდა ფერმკრთალი,თვალები – წითელი,შუბლზე გამოუჩდა ლალის ქვა – აპოკალიფსის ნიშანი.მას შეეძლო სურვილისამებრ შეეცვალა სიმაღლე და იერსახე,მიენიჭა შესაძლებლობა – ენერგიის სხივების სრულა და ტელეპორტირება.დიდი დროის განმავლობაში ბოროტება ატარებდა ცდებს და საბოლოოდ გაარკვია რომ ზებუნებრივი ადამიანი შეიძება დაიბადოს მაშინ როცა ორივე მშობლები არიან მუტანტები.მან ამ ექსპერიმენტისთვის გამოიყენა შემდეგი ორი მუტანტი : სკოტ სამერესა ცნობილი როგორც ციკლოპი და ტელეპატი ცნობილი როგორც ჯინ გრეი.მისი თეორიის დასამტკიცებლად ისინი წაიყვანა თავის თავშესაფარში ნებრასკაში.მოგვიანებით როდესაც ჯინი ეგონა მკვდარი,ბოროტებამ გამოიყენა მისი დეენემი იმისთვის რომ შეექმნა ჯინის კლონი–სახელად მადლენ პრაიერი.ციკლოპს და მადლენას შეეძინათ ბიჭი რომელსაც დაარქვეს–ნატან კრისტოფერ ჩარლზ სამერსი.ბოროტებას ის ჭირდებოდა როგორც იარაღი აპოკალიფსის წინააღმდეგ ბრძოლაში,და ამიტომ ის იქნა გაგზავნილი მომავალში სადაც მიიღო სახელი კაბელი.
ახლანდელ დროში სინისტერი ანუ ბოროტება ამჟამად ახალი ფსევდონიმით ექიმი ვინდზორი მუშაობს «იქს იარაღის» განახლებაში და აკეთებს საშინელ ექსპერიმენტებს მუტანტებზე. XX საუკუნისდასაწყისისათვის, სინისტერმა ადამიანის გენომი გატეხა, მოპოვებული ინფორმაცია კი ჰერბერტ ედგარ უინდჰამს გაუზიარა.მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, სინისტერი ნაცისტებთან თანამშრომლობდა, იგი შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით აგროვებდა ადამიანების სისხლის სინჯებს. ამ პერიოდში იგი შეხვდა ნამორს, აღფრთოვანდა მისით და გადაწყვიტა მისი კლონის შექმნა. მან წამოიწყო ე.წ. ცდა N2. თუმცა ნამორის კლონი საბოლოოდ კაპიტანმა ამერიკამ დაამარცხა.სინისტერის მაქინაციები საფუძვლად დაედო ინფერნოს მოვლენებს. ამ პერიოდში, ციკლოპი ოპტიკური ბლასტით თითქოსდა კლავს სინისტერს, თუმცა მალევე ირკვევა, რომ იგი ცოცხალი და უვნებელია. იგი აცნობებს ციკლოპს, რომ არსებობს სამერსების მესამე ძმა (ვულკანი). სინისტერი მონაწილეობას იღებს სტრაიფის მცდელობაში — მოკლას პროფესორი ქსავიერი. მან მიჰყიდა სტრაიფს ციკლოპი და ჯინ გრეი მათი დეენემების სანაცვლოდ. სტრაიფმა სინისტერს გადასცა ე.წ. მემკვიდრული ვირუსი, რომელმაც გამოიწვია რამდენიმე მუტანტის სიკვდილი.
შესაძლებლობები
აპოკალიფსის მიერ ესსექსის გენეტიკის შეცვლის შემდგომ სინისტერი გამაუგნებლად გამძლე, მტკიცე გახდა, ამასთან ერთად გაიზარდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. წლების მანძილზე, მან გამოიყენა უამრავი მუტანტის გენეტიკური მასალა და გაიფართოვა ზებუნებრივი შესაძლებლობებეის არეალი: ტელეპათია, ტელეკინეზისი, ზეადამიანური ფიზიკური ძალა, საკუთარი სხეულის სრული კონტროლი, მოლეკულურ დონეზეც კი. სინისტერს ასევე შეუძლია ხელებიდან დამადამბლავებელი ენერგიის გატყორცნა.ასევე აქვს რეგენერაცია,ინტელექტი,ფორმის შეცვლის უნარი.